დონალდ ტუსკი კონფლიქტის ზონაში ჩავიდა

ევროსაბჭოს პრეზიდენტი, დონალდ ტუსკი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან, კიასტუტის იანკაუსკასი და მისიის სხვა წარმომადგენლებთან ერთად ცოტა ხნის წინ კონფლიქტის ზონაში ჩავიდა.
დონალდ ტუსკი თანმხლებ პირებთან ერთად სოფლების ხურვალეთის და წითელუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე კონფლიქტის ზონაში არსებულ ვითარებას გაეცნო, თუმცა მედიისთვის კომენტარი არ გაუკეთებია.
რაც შეეხება სხვა მხრივ არსებულ ვითარებას, კონფლიქტის ზონაში ამ დროისთვის ვითარება უცვლელია. პრესისთვის დაწესებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით კი, სოფლების ხურვალეთის და წითელუბნის მიმართულებით ჯერჯერობით შსს-ს ანალიტიკურ დეპარტამენტს 4 დღის წინ დაწესებული რეგულაციები არ მოუხსნია.
შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შალვა ენუქიძემ გუშინ განაცხადა, რომ ამასთან დაკავშირებით უწყება გადაწყვეტილებას დღეს მიიღებს.

banner
წინა სტატიაშისამართალდამცავებმა 7 კილოგრამზე მეტი კოკაინი ამოიღო
შემდეგი სტატიაSOCAR Georgia Gas აზერბაიჯანის მიერ საქართველოსთვის გაზის მიწოდების შეწყვეტაზე გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს