დონალდ ტუსკის საოკუპაციო ხაზთან ჩასვლას ლეონიდ თიბილოვი პროვოკაციად აფასებს

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტი საოკუპაციო ხაზთან, პროვოკაციად შეაფასა.

თიბილოვმა განაცხადა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ტუსკის ვიზიტი, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან „არ იყო ცუდი სვლა“.
„უკრაინაში და სხვა არა მშვიდ რეგიონებში მიმდინარე მოვლენების გამო, დასავლელი მეგობრების და საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება საქართველოს მიმართ აშკარად შემცირდა. რაც შეეხება ევროსაბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკის ვიზიტს საზღვართან, ეს აშკარა პროვოკაციულ ხასიათს ატარებდა, მაგრამ ეს „არ იყო ცუდი სვლა“ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან“, – განაცხადა თიბილოვმა.
banner
წინა სტატიაშითურქეთში სისხლიანი ტერაქტი 20 წლის ახალგაზრდა თვითმკვლელმა მოაწყო….
შემდეგი სტატია„მე განსაკუთრებით ფრთხილად ვეკიდები ქართველი მინისტრების განცხადებებს“