დოლარის ოფიციალური ფასი 2.2511 ლარია

ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.2511 ლარი გახდა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა. კერძოდ, 17აპრილიდან ერთი დოლარის შეძენა 2.2511 ლარად იქნება შესაძლებელი. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.2487 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0024 ლარი შეადგინა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. კერძოდ, 17 აპრილიდან ერთი ევროს შეძენა 2.4134 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ როცა გუშინ მოქმედი კურსი 2.3816 ლარს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0318 ლარი შეადგინა.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი: ოლიგარქები უკრაინის სახელმწიფოებრიობის მტრები არიან
შემდეგი სტატიახაშურში 33 წლის მამაკაცი მოკლეს