დოიჩე ველე: თბილისში წყალდიდობის ზარალი 18 მილიონი დოლარია

დოიჩე ველე: თბილისში წყალდიდობის ზარალი 18 მილიონი დოლარია

დოიჩე ველე: თბილისში წყალდიდობის ზარალი 18 მილიონი დოლარიაშედეგების ლიკვიდაციაში არმიაა ჩართული. დაზარალდა დაახლოებით 70 ადამიანი. მათგან 12 დაიღუპა. 15 ივნისი გლოვის დღეა საქართველოში.

ზარალი დაახლოებით 18 მილიონით შეფასდა (დაახლოებით 40 მილიონი ლარი). გუშინ საქართველოს პრემიერმა ფინანსთა სამინისტროს დაავალა რომ დაზარალებულ ოჯახებს 10 ათასი ლარის დახმარებები გამოუყოს.
საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ბრძანებით შეიარაღებული ძალები სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაში ეხმარება მოსახლეობას.
ავსტრიაში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა.
მდინარე ვერეს და სოფელ ახალდაბას მოსახლეობა ვეტმფრენებით იქნა ევაკუირებული. მათ უმეტესობას სახლები დაენგრა.
დაღუპულია 12 , 24 უგზოუკვლოდ დაიკარგა, 37-მა დაზიანება მიიღო – აქვეყნებს სტატისტიკას «დოიჩე ველე».
საქართველოს დასახმარებლად მზადყოფნა გამოთქვეს სხვადასხვა ქვეყნებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა.
ასევე, თბილისის ზოოპარკს დახმარებას სხვადასხვა ქვეყნის ზოოპარკები სთავაზობენ.

banner
წინა სტატიაშისომხებმა რუსის ჯარზე შურისძიება დაიწყეს…
შემდეგი სტატიაბიბისი: საქართველოში ეროვნული გლოვის დღეა