კადიროვის ხელფასი წელიწადში ნახევარი მილიონით გაიზარდა

კადიროვიჩეჩნეთის ხელმძღვანელმა რამზან კადიროვმა 2014 წელს თითქმის 5 მილიონი რუბლი (დაახლოებით 100 ათასი დოლარი) გამოიმუშავა. კადიროვის დეკლარაცია რესპუბლიკის საიტზე გამოქვეყნდა.
დოკუმენტიდან ჩანს, რომ ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურმა გასულ წელს 4, 85 მილიონი რუბლი გამოიმუშავა, მისმა ცოლმა კი 3, 37 მილიონი რუბლი.
კადიროვის საკუთრებაშია მიწის ნაკვეთი 3,5 ათასი კვ.მეტრის ოდენობით, და სახლი 2, 3 ათასი კვადრატული მეტრის ფართობით. მის ცოლს ეკუთვნის ასევე 210 კვ/მ ბინა.
კადიროვის ოჯახის მფლობელობაშია 300 კვ. მ ფართობის კიდევ ერთი სახლი. ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურს და მის ცოლს არ აქვთ არც ერთი სატრანსპორტო საშუალება.
2013 წელს კადიროვის შემოსავალი 4, 3 მილიონი რუბლი იყო.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტი უნდა გამოვიდეს სააკაშვილის რეზიდენციიდან და შევიდეს ათონელის რეზიდენციაში–ირაკლი კობახიძე
შემდეგი სტატიარას ურჩევს ყოფილ პრემიერს ალექსი პეტრიაშვილი