დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა, უკვე მესამედ მივიღო ნდობა საქართველოს პარლამენტისა და ჩვენი გუნდისგან + foto

სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი მილიონობით ლარია

11035537_850430725048005_719281136473565514_nჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა, უკვე მესამედ მივიღო ნდობა საქართველოს პარლამენტისა და ჩვენი გუნდისგან,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მან მადლობა გადაუხადა საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს და პარლამენტში მიმდინარე პროცესი შეაფასა.
“მნიშვნელოვანი დღეები იყო, ჩვენ ვიხილეთ დემოკრატიული, ძალიან ღია და გამჭვირვალე პროცესი. იყო მწვავე დებატები, მაგრამ ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა პოლიტიკისთვის. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს გუნდს, რომელმაც ჩვენს მთავრობას გამოუცხადა ნდობა. ახლა გვჭირდება ერთიანი ძალისხმევით, განახლებული ენერგიით გავაგრძელოთ ქვეყნის სამსახური,”-აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

“დღეს ქართული სახელმწიფო კიდევ უფრო გაძლიერდა, დემოკრატია კიდევ უფრო განმტკიცდა. სახეზეა ღია და გამჭვირვალე პროცესი, რომელიც დამახასიათებელია ცივილიზებული სახელმწიფოსთვის. ქვეყნის დემოკრატიული მეთოდებით მართვა ძალიან მძიმეა. 2012 წელს, ქართველმა ხალხმა უდიდესი ნდობა გამოუცხადა ბიძინა ივანიშვილის მთავრობას, კოალიცია “ქართულ ოცნებას” და ჩემთვის დიდი პატივია, რომ დღეს წარმოვადგენ “ქართულ ოცნებას”, მაქვს პატივი ვიყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ვემსახურო ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ძვირფას ხალხს”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

11245522_573764339393673_5023215956795787009_n11146571_850430591714685_2064761871849829409_n11138067_850430735048004_1832956720753365989_n11221848_1821819798042217_2531686580331877026_n11205173_1821819818042215_5140699596688662368_n11136635_1821819781375552_1640960855519309579_n

banner
წინა სტატიაშისენსაციური აღმოჩენა–როგორი იყო იესო სიყმაწვილეში? +(foto)
შემდეგი სტატიასააკაშვილი და პოროშენკო მოლდოვას კორუფციასთან ბრძოლაში დაეხმარებიან