იმედი მაქვს, რომ აგვისტოს დღეები იქნება ერის გაერთიანების და ერთად დგომის დამატებითი მოტივაცია და მიზეზი

დიდი იმედი მაქვს, რომ აგვისტოს დღეები იქნება ერის გაერთიანების და ერთად დგომის დამატებითი მოტივაცია და მიზეზი, -ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომელმაც პრემიერ-მინისტრთან და მთავრობის სხვა წევრებთან ერთად მუხათგვერდის სასაფლაოზე რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
როგორც ხიდაშელმა განმარტა, არ არსებობს შეიარაღებული ძალები, რომელიც ომს მოიგებს და ქვეყანას გაამარჯვებინებს, თუ არ არის კონსენსუსი და შეთანხმება მთავარ საკითხებზე – ვინ არის მტერი, ვინ მოყვარე, საით მიდის ქვეყანა და რა არის მნიშვნელოვანი რისთვისაც ცხოვრებას გაწირავ.
“აგვისტოს დღეები ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მძიმე იყო თანამედროვე საქართველოს ისტორიაში, თუმცა ამავდროულად ალბათ ასეთი დღეები ადუღაბებს ერს და ერთიანობის განცდას კიდევ უფრო მეტად უჩენს. მე დიდი იმედი მაქვს, რომ აგვისტოს ომი ისე იქნება ყოველთვის საქართველოს ისტორიაში, როგორც 7 წლის წინ – ქვეყნის გამაერთიანებელი და არა გამყოფი. ომის გაკვეთილებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ასეთმა ტრაგიკულმა დღეებმა, წინააღმდეგობებმა, ომმა და აგრესიამ ქვეყანა გააერთიანოს, სწორედ ამიტომ იმედი მაქვს, რომ საქართველოს ისტორიაში აგვისტოს დღეები იქნება ყოველთვის გამაერთიანებელი, ერთად დგომის დამატებითი მოტივაცია და მიზეზი”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

banner
წინა სტატიაშიიმედი მაქვს, აგვისტოს დღეები იქნება ერის ერთად დგომის დამატებითი მოტივაცია და მიზეზი
შემდეგი სტატია,, საქართველო უნდა გაერთიანდეს არა დაპირისპირების, არამედ სიყვარულის და მეგობრობის ხარჯზე”