დიდია ზეწოლა საქართველოს ეროვნულ ბანკზე–აზიმ სადიკოვი

აზიმ სადიკოვი ბიძინა ივანიშვილს პასუხობს

281643“ჩვენ ვადევნებთ მოვლენებს თვალ-ყურს, ძალიან გვაშფოთებს ის მდგომარეობა, რაც ხდება საქართველოში, რადგან დიდია ზეწოლა საქართველოს ეროვნულ ბანკზე. ეს მიუღებელია იმდენად, რამდენადაც ეს არ შედის ქვეყნის ინტერესებში”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის მუდმივმა წარმომადგენელმა აზიმ სადიკოვმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტ გიორგი ქადაგიძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.მისივე თქმით, ლარის გაცვლითი კურსი უნდა იყოს მცოცავი. “ეს პოზიცია უნდა იყოს მხარდაჭერილი. აქედან გამომდინარე, ზეწოლა ეროვნულ ბანკზე არ უნდა გრძელდებოდეს. ეს არის საერთაშორისო სავალუტო ფონდის პოზიცია”, – განაცხადა სადიკოვმა.

banner
წინა სტატიაშივერანაირი საგამოძიებო კომისია, ვერანაირი ზეწოლა და ვერავინ დედამიწის ზურგზე ვერ გვაიძულებს, მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს ჩვენი ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას
შემდეგი სტატიახელისუფლება რუსეთთან პრაგმატული პოლიტიკის გატარებას აგრძელებს