დიდება საქართველოს შვილებს! შეიძლება, არცერთი მათგანი ცოცხალი არ დაბრუნდეს, მაგრამ მერწმუნეთ, ბევრის სახელი თაობებს ემახსოვრება უკრაინაში!

დიდება საქართველოს შვილებს! შეიძლება, არცერთი მათგანი ცოცხალი არ დაბრუნდეს, მაგრამ მერწმუნეთ, ბევრის სახელი თაობებს ემახსოვრება უკრაინაში!უკრაინაში მებრძოლ ქართველებს უკრაინის პატრიარქი დააჯილდოვებს-მის შესახებ ინფორმაციას უკრაინაში მებრძოლი “ქართული ლეგიონის” ხელმძღვანელი, მამუკა მამულაშვილი ავრცელებს.

როგორც ის ამბობს, მას დაუკავშირდნენ  უკრაინის საპატრიარქოდან და უთხრეს, რომ უკრაინის პატრიარქმა ფილარეტმა გამოთქვა სურვილი, “ქართული ლეგიონის” მებრძოლები დაეჯილდოვებინა ორდენებით.

მამუკა მამულაშვილმა კი საპატრიარქოს წარმომადგენელს სთხოვა, რომ დაეჯილდოვებინათ ყველა ქართველი მებრძოლი მიუხედავად იმისა, ირიცხება თუ არა “ქართულ ლეგიონში”.

“ძალიან გამიხარდა. უდიდესი პატივია ასეთი ადამიანის ხელიდან ჯილდოს მიღება. საპატრიარქოს წარმომადგენელს ვთხოვე, არა მხოლოდ ლეგიონის მებრძოლები, არამედ ყველა ქართველი, ვინც დღეს უკრაინას იცავს საკუთარი სიცოცხლის ფასად თუ უკრაინულ ჯარის გაწვრთნაში ეხმარება დააჯილდოვონ, რაზეც უწმინდესმა დადებითი პასუხი მომცა,” – წერს მამულაშვილილ “ფეისბუკის” საკუთარ გვერდზე.

მისი თქმით, დაჯილდოვების ცერემონიალი უახლოეს დღეებში გაიმართება.

“უკრაინის პატრიარქის ჯილდო ერთ-ერთი უმაღლესი ჯილდოა უკრაინაში. სხვადასხვა ადგილას მებრძოლ ქართველების ჯგუფებს ვთხოვე, ღირსეული ბიჭების სიები გადმომცენ დასაჯილდოვებლად. ამ დღეებში ჩაივლის დაჯილდოვების ცერემონიალი. დიდება საქართველოს შვილებს! შეიძლება, არცერთი მათგანი ცოცხალი არ დაბრუნდეს, მაგრამ მერწმუნეთ, ბევრის სახელი თაობებს ემახსოვრება უკრაინაში! ყოველი წვეთი მათი დაღვრილი სისხლის ათასობით უკრაინელს იხმობს საქართველოს დასაცავად, თუკი ეს ჩვენს ქვეყანას დასჭირდება,” – წერს მამულაშვილი.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილის ხელისუფლება იყო ტერორისტული ხელისუფლება და იმ ხელწერას ძალიან გავს ის, რაც იური ვაზაგაშვილთან დაკავშირებით მოხდა
შემდეგი სტატიაახლა კი, ეგ თქვენი ჭიკაიძე, – “გინდ შეიტანეთ და გინდა გამოიტანეთ”, – დაუსჯელმა მკვლელებმა, მამა შვილის საფლავზე მოკლეს!– ჯუმბერ კირვალიძე