დე ფაქტო აფხაზეთის ვეტერინარულმა სამსახურმა სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე მუშაობა განაახლა

დე ფაქტო აფხაზეთის ვეტერინარულმა სამსახურმა სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე მუშაობა განაახლა, რაც იმას ნიშნავს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე შემავალი საკვები პროდუქტი შემოწმდება

დე ფაქტო აფხაზეთის ვეტერინარულმა სამსახურმა სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე მუშაობა განაახლა, რაც იმას ნიშნავს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე შემავალი საკვები პროდუქტი შემოწმდებადე ფაქტო აფხაზეთის ვეტერინარულმა სამსახურმა სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე მუშაობა განაახლა, რაც იმას ნიშნავს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე შემავალი საკვები პროდუქტი შემოწმდება.

ამის შესახებ ინტერნეტ გამოცემა Sputnik- Абхазия“ – ს დე ფაქტო ხელისუფლების სასაზღვრო კონტროლის ვეტერინარული სამსახურის უფროსმა ერიკ ანშბამ განუცხადა. მისი თქმით, ე.წ. საზღვარზე უკონტროლობის გამო „საქართველოდან აფხაზეთში ღორის აფრიკულმა ჭირმა და მსხვილი რქოსანი პირტყვის სხვა დაავადებებმა შეაღწიეს. გარდა ამისა, „ ფრინველიც უკონტროლოდ შემოჰყავთ,რასაც აფხაზეთის რამდენიმე სოფელში ფრინველის გაწყვეტა მოჰყვა“- აღნიშნა ანშბამ.

სოხუმის მთავარი ვეტერინარი თვლის, რომ საკონტროლო პუნქტების მუშაობის აღდგენის შედეგი,არა მარტო სიტუაციას კარდინალურად შეცვლა, არამედ აფხაზეთის მოსახლეობის მიერ ქართული ფრინველისა და საქონლის შეძენაზე უარის თქმა იქნება.

გამოცემის ინფორმაციით, ვეტერინარულმა სამსახურმა მუშაობა 2011 წლიდან შეწყვიტა ფსოუსა და მდინარე ენგურის სასაზღვრო ზოლზე. 2015 წლის იანვრიდან მან მუშაობა განაახლა ფსოუზე. მარტიდან კი კვლავ ამოქმედდება სამეგრელო-აფხაზეთის ადამინისტრაციულ საზღვართან.

banner
წინა სტატიაში,,საქართველო ნატოში არ აპირებს,, Oxu.Az
შემდეგი სტატიასაქართველოს პროკურატურამ ადეიშვილის ექსტრადირებაზე ოფიციალური უარი მიიღო