“დეფაქტო პრემიერს მოვუწოდებ გადადგეს”–ირაკლი ალასანია

ქვეყანაში უნდა დამთავრდეს კულუარებიდან არაფორმალური მართვა–ირაკლი ალასანია

საზოგადოება ელის მესამე ძალას და ეს "თავისუფალი დემოკატები" იქნება“ფიქტიური პრემიერი სწრაფად უნდა გადადგეს,” – ეს განცხადება ირაკლი ალასანიამ ანაკლიადან რუსთავი-2-ის ეთერში თოქ-შოუ „არჩევანში“ გააკეთა.

ყოფილი თავადაცვის მინისტრი ფიქრობს, რომ თუ ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილება დროულად არ მოხდება, ვითარება კიდევ უფრო დაიძაბება და პრობლემები გაღრმავდება.”ყველაზე სწორი გადაწყვეტილება მთავრობის წასვლა იქნება. დე-ფაქტო პრემიერს მოვუწოდებდი, რომ ეს გადაწყვეტილება რაც შეიძლება მალე მიიღოს. მთავრობას საკუთარი ბიუროკრატია აღარ სცემს პატივს. თუ გადაწყვეტილება მალე არ იქნება მიღებული, ეს ჩვენი ეკონომიკის კიდევ უფრო დამძიმებას შეუწყობს ხელს” – ამბობს ირაკლი ალასანია.

“მე რაც მომისმენია ეროვნული ბანკის ხელმძღვანელისგან, ყველაზე ადეკვატური იყო. მახსოვს, რომ ეროვნული ბანკი მოსალოდნელ პრობლემებზე წინასწარ საუბრობდა ეკონომიკურ გუნდთან. მე როცა მთავრობის წევრი ვიყავი, მაშინაც მახსოვს მათი მხრიდან ამ საკითხების დაყენება. ამიტომ პირველ რიგში პასუხისმგებლობა მთავრობას ეკისრება, რომ ეს გაფრთხილება არ მიიღეს და არასწორი ეკონომიკური პოლიტიკა აწარმოეს. იმიტომ, რომ ეს შეფასებები არ სიამოვნებდა დე-ფაქტო პრემიერს,” – აცხადებს ირაკლი ალასანია.

თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ, გადაცემა „არჩევანში“ ქვეყნის მთავარ პრობლემად აგრეთვე არსებული არაფორმალური მმართველობა დაასახელა და თქვა, რომ დღეს ხელისუფლებას ყველა მნიშვნელოვან სფეროში აქვს ჩავარდნა: ”ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი არის ის, რომ ქვეყანა იმართება არაფორმალურად, პრემიერი ვერ იღებს გადაწყვეტილებას იმ საკითხებზე, რაც მის კომპეტენციაში შედის, მინისტრები ვერ იღებენ გადაწყვეტილებას, მერი არაფერს წარმოადგენს, დედაქალაქს ახალი დე-ფაქტო მერი დაუნიშნეს. ასე რომ, არაფორმალური ჯაჭვი მმართველობის, რა თქმა უნდა, მიუღებელია დემოკრატიული ქვეყნისთვის,” – აცხადებს ირაკლი ალასანია.

როგორც “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა რუსთავი ორის ტოკ-შოუ “არჩევანში” განაცხადა, მთავრობამ საკუთარი რესურსი მთლიანად ამოწურა, ხოლო მოსახლეობა ვერ ხედავს გუნდს ხელისუფლებაში, რომელსაც ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა შეუძლია. ალასანია იმასაც ამბობს, რომ საქართველოს მთავრობის მიმართ ნდობა უცხოელმა ინვესტორებმაც დაკარგეს.
“რაც უფრო გაიჭიმება ამ მთავრობის ხელისუფლებაში ყოფნა, რომელსაც საკუთარი ბიუროკრატიაც კი აღარ სცემს პატივს, ეს ეკონომიკის კიდევ უფრო მეტად დამძიმებას შეუწყობს ხელს. მთავრობას არა აქვს განცდა იმისა, რომ შექმნილი უმნიშვნელოვანესი პრობლემების გადაწყვეტისთვის უნდა იმოქმედონ. მდგომარეობა კიდევ უფრო მეტად დამძიმდება”, – აცხადებს ირაკლი ალასანია.
მისივე შეფასებით, არსებულ პირობებში, როცა მთავრობა ლარის “დაჭერას” ვერ ახერხებს, ენერგოტარიფების გაზრდა გარდაუვალია. ალასანია მიიჩნევს, რომ საქმე ენერგო-კრიზისისკენაც მიდის.

banner
წინა სტატიაშიერთადერთი, რაც მოახდინა მთავრობამ, თითოეულ ოჯახში შეიტანა გაუარესება-დავით ბაქრაძე
შემდეგი სტატიაუცნობი პუტინი – ძველი ნაცნობის თვალით