დეპუტატმა კარლო კოპალიანმა 2011 წლის 26 მაისის მოვლენების გამოძიება მოითხოვა

სხდომის ჩაშლა კარგი ფაქტი არ არის და ადრე თუ გვიან დებატები აუცილებლად უნდა ჩატარდეს.

ნაციონალურ მოძრაობაში განვითარებულ მოვლენებზე უმრავლესობას პარლამენტში დღეს კომენტარები არ გაუკეთებია. საუბარი სხვადასხვა საკითხებს შეეხებოდა. მათ 2011 წლის 26 მაისის მოვლენები გაიხსენეს.

ფრაქცია ქართული ოცნების წევრის კარლო კოპალიანის თქმით, გუშინ საზოგადოებამ ერთმანეთს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და იგრძნობოდა, რომ ისინი თავს მართლაც თავისუფლად გრძნობდნენ. დეპუტატმა პარალელი 4 წლის წინ განვითარებულ მოვლენებთან გაავლო და ამ საქმის სასწრაფო გამოძიება და დამნაშავეთა უმკაცრესად დასჯა მოითხოვა.

მას ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა გიორგი თევდორაძემ უპასუხა.

მისი თქმით, ქვეყანას სწორედ ასეთი დაპირისპირება ანგრევს, რადგან ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური პროცესების უკუსვლაც ბევრად არის დამოკიდებული ასეთ რიტორიკაზე.

banner
წინა სტატიაში50 ძროხა, 70 ცხვარი და 30 თხა… ობამას ქალიშვილის სანაცვლოდ
შემდეგი სტატია„მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ ამ პროცესში გათვალისწინებული იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის რეკომენდაციები,” – ირაკლი ჩიქოვანი მთავარი პროკურორის არჩევაზე