დეპუტატი მერკელის პარტიიდან რუსეთში არ შეუშვეს

TIMER-AAბუნდესტაგის დეპუტატი კარლ-გეორგ ვალმანი რუსეთში არ შეუშვეს, ამის შესახებ ინფორმაცია დღეს გერმანული სააგენტო AFP-ს მეშვეობით გავრცელდა. ვილმანი საგარეო პოლიტიკის ექსპერტია ანჰელა მერკელის პარტიაში. “ვერ ვიგებ და ვერ ვხსნი მიზეზებს, რომელმაც ეს გადაწყვეტილება გამოიწვია” – გაზეთის Berliner Kurier მეშვეობით განაცხადა ბერლინში დაბრუნებულმა პარლამენტარმა და იგივე ინტერნეტ გამოცემა Focus Online-ით დაადასტურა.
პოლიტიკოსის თქმით, მან “მაღალი დონის მოწვევა” მიიღო მოსკოვში დიალოგის გასამართავად, სადაც უკრაინის შესახებ უნდა ესაუბრათ. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გერმანელი დეპუტატი მოსკოვში, შერემეტევოს აეროპორტში დაფრინდა, სადაც შეატყობინეს რუსეთში შესვლის აკრძალვაზე, რომელიც 2019 წლამდე გაგრძელდება. პარლამენტარს ასევე სთხოვეს ქვეყანა უახლოესი რეისით დაეტოვებინა.
ინციდენტთან დაკავშირებით გერმანის საელჩომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური საპროტესტო წერილი გაუგზავნა.
ვალმანი გერმანულ-უკრაინულ საპარლამენტო ჯგუფს ხელმძღვანელობს. 2014 წლის მაისში უკრაინაში გამართული არცევნებისას ის ეუთოს მისიის სადამკვირვებლო შემადგენლობაში იმყოფებოდა.

banner
წინა სტატიაშინაციონალებს 4 პარლამენტარი დადასტურებულად ტოვებს
შემდეგი სტატიანატოს გენერალი: პუტინი აზარტული მოთამაშეა