დეპუტატი დავით ლორთქიფანიძე სამართალდამცავებს ჩვენებას აძლევს

დეპუტატი დავით ლორთქიფანიძე სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებს ხვდება. როგორც ლორთქიფანიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ის ჩვენებას მისცემს პარლამენტის შესასვლელთან მომხდარ ინციდენტზე, რომლის დროსაც მას “რუსთავი 2”-ის მხარდამჭერებმა პიჯაკი შემოახიეს.
ინციდენტი დღეს მოხდა. “რუსთავი 2”-ის მხარდამჭერები პარლამენტის წინ აქციას მართავდნენ, რომლის დროსაც ისინი უმრავლესობის წევრს დავით ლორთქიფანიძეს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

banner
წინა სტატიაშიდეპუტატ დავით ლორთქიფანიძეს პიჯაკი შემოახიეს
შემდეგი სტატიადაიკითხებიან ექსპერტები რომელმაც რუსთავი 2-ში ქიბარ ხალვაშის წილი დაითვალა