დემურ გიორხელიძე: არაა გიორგი გვიმრაძე იმის ჩამდენი, რასაც აბრალებენ…

არაა გიორგი გვიმრაძე იმის ჩამდენი, რასაც აბრალებენ...

საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის ახალი უფროსის გიორგი გვიმრაძის მიმართ დაკავშირებული კომპრომატული მასალების გამოქვეყნებას ეხმაურება ეკონომიკის ექსპერტი დემურ გიორხელიძე, რომელიც 2013 წელს თავად გვიმრაძესთან და სხვა  ექსპერტებთან ერთ დელეგაციაში, რუსეთის ტერიტორიაზე, ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებში თითქმის 10 დღე მართავდნენ შეხვედრებს…

დემურ გიორხელიძე ,,თაიმერთან,, საუბარში აცხადებს, რომ გვიმრაძე ,,საღი და ნორმალური ახალგაზრდაა… და მას ტყუილებს უგონებენ,,  კავკასიაში მოგზაურობის შთაბეჭდილებებს კი – სოციალურ ქსელით გვიზიარებს…

,,რა ამბავია ატეხილი გიორგი გვიმრაძის საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსად დანიშვნასთან დაკავშირებით…

მე სხვა სამ პირთან ერთად, მათ შორის იყო გიორგი გვიმრაძე,
2013 წლის თებერვალ-მარტში, 10 დღის განმავლოაბაში, გახლდით ჩრდილოეთ კავკასიაში:
ვლადიკავკაზი, მახაჩკალა, ნალჩიკი, – გავლით გროზნო, – სადაც მაქსიმალურად ფართო და მრავალმხრივი შეხვედრები გაიმართა ყველა დონეზე, – ოფიციალური პირებიდან დაწყებული, საზოგადოების ფართო ფენების ჩათვლით და უნივერსიტეტებში…
ზვიად გამსახურდიას შემდეგ, ჩრდილოეთ კავკასიაში ორგანიზებული ქართული დელეგაცია არასდროს ყოფილა, –
ეს ჯგუფი იყო პირველი…

გიორგი გვიმრაძე განათლებული, საღი და თავისი პრინციპების ერთგულ კაცად გავიცანი… იგი თანმიმდევრული იყო თავის საჯარო გამოსვლებში და პირად საუბრებში…

ამას რაებს უგონებენ?
პოლიტოლოგი ყველას უნდა შეხვდეს და ყველას პოზიცია კარგად უნდა ესმოდეს, რომ რაღაც საღი ნააზრევი დადოს…

მართლა ნეო-ბოლშევიკური გარემოა საქართველოში:
კაცი, თუ მისი თანამდებობა ვიღაცას სურს – მტრად უნდა გამოაცხადო..
ეს პრაქტიკა ქართველებს მაგრად ჰქონდათ დამუღამებული 1937 ელს. მანამდეც და მის მერეც!
[აუჰ, ეს როგორო?!
არაჟურნალისტი როგორ დანიშნესო?!
ის კი ავიწყდებათ, ე.წ. “ჟურნალისტების” საკმაო ნაწილი რა ფარულ ბინძურ პოლიტიკურ თამაშებში არიან ჩაბმული]…

მოკლედ, ნეო-ბოლშევიკური საქართველო ყვავის!
გინდა რაიმე თანამდებობა, –
გამოაცხადე მისი ახლა დამკავებელი მტრად და…

არაა გიორგი გვიმრაძე იმის ჩამდენი, რასაც აბრალებენ…
10 დღის განმავლობაში,
საკმაოდ რთულ გარემოში დაკვირვებით,
შემიძლია ვთქვა საკმარისად ზუსტად!..
არა მგონია, იგი ასე უცებ შეცვლილიყო!,, აცხადებს გიორხელიძე.

www.timer.ge

banner
წინა სტატიაშიმოლდოველმა ფანებმა რუსეთთან მატჩზე ,,პუტინ ხუ–ო,, იმღერეს (VIDEO)
შემდეგი სტატიასაქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები 2019 წლის მსოფლიოს თასზე გავიდა