ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნების ყრილობის ერთ-ერთი დელეგატი გეგა გობეჯიშვილი სასამართლომ გაათავისუფლა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გობეჯიშვილს 500 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.
“გობეჯიშვილი უკვე გათავისუფლებულია, თუმცა, ჩვენ ვაპირებთ ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას”,- აღნიშნა ადვოკატმა.
მისივე ინფორმაციით, გეგა გობეჯიშვილი სასამართლოს შენობიდან პირდაპირ სასტუმრო “Holiday Inn”-ში მივა, სადაც ყრილობა უნდა გაიმართოს.