დევნილმა ოჯახმა ფოთში ცენტრალური გზა გადაკეტა

აქცია ფოთში ამჯერადაც ხმაურით დასრულდა. კონჯარიების სოციალურად დაუცველმა და დევნილმა ოჯახმა ამჯერად ქალაქის ცენტრალური გზა გადაკეტა.

ოჯახის წევრებს გზა ნახევარი საათის განმავლობაში ჰქონდათ გადაკეტილი, შემდეგ კი სავალი ნაწილიდან აქციის მონაწილეები საპატრულო პოლიციამ გადაიყვანა და მოძრაობა გაიხსნა.

კონჯარიები მთავრობის დახმარებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ ისინი უსახლკაროდ არიან დარჩენილები.

რამდენიმე დღის წინ კონჯარიები ფოთში დევნილთა საცხოვრებელიდანაც გამოასახლეს, სადაც მათ ფართობი უკანონოდ ჰქონდათ დაკავებული.

banner
წინა სტატიაშირატომ დააკავეს სააკაშვილის ყოფილი მრჩეველი?
შემდეგი სტატია„მართლა არ ვიცი, რაზეა საუბა“ – ზვიად კვაჭანტირაძე თავდაცვის მინისტრის პარლამენტში დაბარებაზე