დევიდ ლინჩმა “ტვინ პიკსის” ახალ სცენარზე ისაუბრა

დევიდ ლინჩმა

დევიდ ლინჩმა "ტვინ პიკსის" ახალ სცენარზე ისაუბრაამერიკელმა რეჟისორმა დევიდ ლინჩმა და მწერალმა მარკ ფროსტმა საკულტო სერიალის “ტვინ პიკსის”ერთობლივი სცენარი შექმნეს – ამის შესახებ კინოკორპორაცია Showtime Networks-ის პერზიდენტმა დევიდ ნევინსმა ილაპარაკა.
ნევინსის თქმით, ლინჩი სერიალის გადაღებას გეგმავს როგორც ერთი გრძელმეტრაჟიანი ფილმისას, რომელიც შემდეგ სატელევიზიო ფორმატისთვის დაიყოფა.
თავდაპირველად ლინჩი 9 ახალი ეპიზოდის შექმნას გეგმავდა, თუმცა, ნევინსის აზრით, ეს ციფრი სავარაუდოდ, 18-მდე გაიზრდება.

მაისის შუა რიცხვებში ცნობილი გახდა, რომ ლინჩი მისტიური სერიალის “ტვინ პიკსის” გაგრძელებას გადაიღებს იმის მიუხედავად, რომ მას გადაღებებიდან ერთი თვით ადრე იდეის დამტკიცებაზე უარი უთხრეს Showtime-თან ფინანსურ საკითხებში შეუთანხმებლობის გამო.

უარის გაგების შემდეგ, რეჟისორის და სერიალის ფანებმა გმირის ლორა პალმერის სიკვდილისგან დახსნის ისტორიებიც გამოგონეს.
როგორც გაირკვა, სერიალის ერთ-ერთი ფანი სსრკ-ს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ გორბაჩოვია, რომელიც თურმე აშშ-ს ექს-პრეზიდენტთან ჯორჯ ბუშ-უფროსთან ცდილობდა სერიალში მოყოლილი ძირითადი ისტორიის გამოცანის ამოხსნას.

banner
წინა სტატიაშიმთელი ქვეყანა შურისძიების რეჟიმში ცხოვრობს
შემდეგი სტატიაAmnesty: პროსტიტუციის ლეგალიზება უნდა მოხდეს