დევიდ გილმორმა Pink Floyd-ის აღდგენა გამორიცხა

დევიდ გილმორმა Pink Floyd-ის აღდგენა გამორიცხაბრიტანული ბენდის  ფრონტმენმა და გიტარისტმა დევიდ გილმორმა ბენდის აღდგენის შესაძლებლობა გამორიცხა – მან განცხადება ამის შესახებ The Daily Telegraph-თან გააკეთა.

მუსიკოსმა თქვა, რომ კლავიშნიკი ცოცხალი არ არის, როჯერ ვოტერსთან კი არც თუ ისე კარგი ურთიერთობა აქვს. “რიკი გარდაიცვალა. მე და როჯერი, კი პრაქტიკულად ვერ ვუგებთ ერთმანეთს. თუმცა, ჩვენ ვურთიერთობთ და ახლა ჩვენი კავშირი უკეთესი გახდა, ვიდრე იყო, მაგრამ ეს არაფერზე მოქმედებს. ადამიანები იცვლებიან. მე და როჯერი ერთმანეთს დავუბრუნდით, მაგრამ ერთად მუშაობას ვერ შევძლებთ” – თქვა გილმორმა.
აგვისტოში მუსიკოსმა ბენდის დაშლის შესახებ განცხადება გააკეთა და თქვა, რომ მათ ამოწურეს საკუთარი შესაძლებლობები. ამის მიუხედავად, ფანატებს სჯეროდათ, რომ მუსიკოსების ხელახლა შეკრება შესაძლებელი იყო.

გილმორი აქტიურად თანამშრომლობს სხვა მუსიკოსებთან და სოლო კარიერა აქვს. ხვალ, 18 სექტემბერს მისი მეოთხე სოლო ალბომის Rattle That Lock რელიზია დანიშნული. მუსიკოსი ალბომს ევროპის და ამერიკის ქვეყნების ტურში წარადგენს.

“პინკ ფლოიდი” 1965 წელს დაარსდა. არსებობის განმავლობაში ბენდმა 15 სტუდიური ალბომი ჩაიწერა, რომელთა გაყიდვის საერთო ტირაჟი 300 მილიონი ეგზემპლარია.

banner
წინა სტატიაშისერიალის ფანატი 8 წლით ციხეში ჩასვეს
შემდეგი სტატიაბუღალტრებმა ტოპ-მოდელების ნაბიჯების ღირებულება დაითვალეს