დედის დღესთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა 8 პატიმარი ქალი შეიწყალა

დედის დღესთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა 8 პატიმარი ქალი შეიწყალა

დედის დღესთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა 8 პატიმარი ქალი შეიწყალადედის დღესთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა 8 პატიმარი ქალი შეიწყალა, – ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ განაცხადა.
მისი თქმით, გიორგი მარგველაშვილმა 8 მსჯავრდებული ქალბატონი შეიწყალა, რომელთაგან 4 სრულად გათავისუფლდება, 4-ს კი დარჩენილი საპატიმრო სასჯელი გაუნახევრდა. მსჯავრდებული ქალები სასჯელაღსრულების მე-5 დაწესებულებაში იხდიან სასჯელს.
ზვიად ქორიძის თქმით, დედის დღესთან დაკავშირებით შეწყალება არ ნიშნავს, რომ სხვა მსჯავრდებულების შეწყალების აქტი დაიგვიანებს, უახლოეს დღეებში გამოცხადდება შეწყალება იმ მსჯავრდებულებზეც, რომელზეც შეწყალების კომისიამ დადებითი რეკომენდაცია გასცა.

banner
წინა სტატიაშიპოლიციელემბა უსახლკარო მოკლეს ლოს-ანჯელესში
შემდეგი სტატიაფრაქცია “ქართული ოცნება – კონსერვატორების” წევრები ნინო გვენეტაძეს შეხვდნენ