დედის დაჭრაში ბრალდებულის მიმართ საქმე განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით აღიძრა

შინაგან საქმეთა სამინისტროში საკადრო ცვლილება განხორციელდა

დედის დაჭრაში ბრალდებული 16 წლის ნიკოლოზ ქ.-ს მიმართ საქმე განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით აღიძრა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ვაკეში შვილის მიერ დედის დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1999 წელს დაბადებული ნიკოლოზ ქ. დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ არასრულწლოვანმა ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას, დედას – 1969 წელს დაბადებულ ნათია ს-ს ბლაგვი საგნით ყელის არეში დაზიანებები მიაყენა. დაჭრილი ქალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სტაციონარში გადაიყვანა.
შსს-ს ცნობით, დანაშაულის ჩადენის შემდეგ, ბრალდებულმა სიცოცხლის თვითმკვლელობით დასრულება სცადა. სამართალდამცველებმა საცხოვრებელი კორპუსის მე-12 სართულიდან ნიკოლოზ ქ-ს უვნებლად ჩამოყვანა მოახერხეს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 19-108 მუხლი).

banner
წინა სტატიაშიჩვენ შევიძინეთ საჰაერო თავდაცვისუნარიანობის ყველაზე უფრო თანამედროვე ტექნოლოგია
შემდეგი სტატიააშშ-ს სახელმწიფო დეპარტამებტი: საქართველო საერთაშორისო ტერორიზმის წყაროა