დედაქალაქის უბნების ნაწილს ხვალ ელექტრომომარაგება შეეზღუდება

კომპანია “თელასის” ინფორმაციით, დაგეგმილი სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

ისნის რაიონში, გეგმიური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამგორის დასახლების, წულუკიძის, ლაღიძის და შანდორ პეტეფის ქუჩების მაცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 II მიკრორაიონის და ჯავახეთის ქუჩის მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფონიჭალის დასახლების, გორგასლის, დიდი ხეივნის, გულიას, კოტე აფხაზის, ვირსალაძის, ათონელის, ჭანტურიას, სანაპიროს, ნაკაშიძის, ბარათაშვილის, ღოღობერიძის და ჟორდანიას ქუჩების მაცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 16:00 საათამდე კი შეზღუდვა შეეხება: ფონიჭალის დასახლების და რუსთავის გზატკეცილის მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის IV კვარტლის და ბელიაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, სიხარულიძის, გარიშვილების, გამყრელიძის, თიანეთის, გარიყულის და ჩარგლის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში, გეგმიური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ფალიაშვილის, ბაზალეთის, კოსტავას და ჭოველიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII მიკრორაიონის, ილორის, ზარზმის და სარაჯიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის II მიკრორაიონის გოთუას, შარტავას, მარგიანის და ჟღენტის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონში 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის და ტოვსტონოგოვის ქუჩის მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

banner
წინა სტატიაშისაბერძნეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილები 16 მილიონით შემცირდა
შემდეგი სტატიაგოგი თოფაძე ყოფილი მინისტრის ელგუჯა ხოკრიშვილის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას მოითხოვს