დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, ზოოპარკიდან სტიქიის შედეგად დამხრჩვალი ცხოველების გატანა მიმდინარეობს

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, სტიქიის ზონაში დასუფთავების სამუშაოები გრძელდება.
როგორც “თაიმერს” თბილისის მერიიდან აცნობეს, ნაშალი მასალისაგან იწმინდება ყველა ტერიტორია, ზოოპარკიდან მიმდინარეობს სტიქიის შედეგად დამხრჩვალი ცხოველების ტერიტორიიდან გატანა. გაწმენდითი და სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს მზიურში. პროცესი მაშველებისა და მოხალისეების კოორდინაციით ხორციელდება. ადგილზე განთავსებულია პირველადი დახმარების პუნქტები.
მერიის ცნობით, გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება ჩიქოვანის ქუჩაზეც. ჩიქოვანის 30, 34 და 36 ნომერში მდებარე კორპუსებთან სპეციალური ტექნიკა მუშაობს. სამუშაოები გრძელდება კოსტავას 63-შიც. სადაც მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად მოხალისეები და სტუდენტები მუშაობენ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი ზოოპარკის დირექტორის შესაძლო დაკავებაზე საუბარს სპეკულაციად აფასებს
შემდეგი სტატიაჯანდაცვის სამინისტრო ანტიტეტანურ ვაქცინასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს