დაჭრილი ბიზნესმენი ბესიკ ხარძიანი გარდაიცვალა

2015be154853ბიზნესმენი ბესიკ ხარძიანი, რომელიც რამდენიმე წუთის წინ მისი საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში დაჭრეს, გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაციას “რესპუბლიკური” საავადმყოფოს დირექტორი ადასტურებს.

მისი თქმით, დაჭრილი მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს და ის მანამდე გარდაიცვალა, ვიდრე ექიმები ოპერაციის გაკეთებას დაიწყებდნენ.

ბესიკ ხარძიანს 4 ტყვია ჰქონდა თავში და ფეხებში მოხვედრილი. ჯეჯერობით უცნობი პირი მას საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში შეჰყვა და ესროლა.

ადგილზე მუშაობს პოლიცია. თუმცა, ჯერჯერობით ოფიციალური კომენტარი არ გაკეთებულა.

banner
წინა სტატიაშინიშანი გზის მხიარული გადასვლისთვის ნორვეგიაში (ვიდეო)
შემდეგი სტატიასაზოგადოებრივი მოძრობა ”ივერია” აქტიური პოლიტიკური საქმიანობისთვის ემზადება