დაღესტანში ,,იმარატ კავკაზის,, ემირი მოკლეს…?

რუსული სააგენტოების ცნობით, დღეს დაღესტანში ბუინაკსკა გერეი-ავლაკის შემოგარენთან, რუსმა სამართალდამცავებმა ბოევიკების წინააღმდეგ სპეცოპერაცია ჩაატარეს, რომლის დროსაც ორსართულიან სახლის სარდაფში გამაგრებული ბოევიკებიდან 3 ლიკვიდირებულია.

გავრცელებული ინფორმაციით, მოკლულთა შორისაა ,,იმარატ კავკაზის,, (კავკასიის საემიროს) ლიდერი, დოკუ უმაროვის მემკვიდრე, წარმოშობით დაღესტანელი, ემირად წოდებული ალისჰაბ კებეკოვი იგივე აბუ მუჰამად ალი ად-დაღისტანი. აღსანიშნავია, რომ კებეკოვი გაეროს, აშშ-სა და რუსეთის მიერ სანქცირებულ საშის ტერორისტთა სიაში იყო შეყვანილი.

რუსული სააგენტოების ცნობით, 3 მოკლული ბოევიკის გარდა, სპეცოპერაციის ადგილზე კიდევ არიან ბოევიკები…თუმცა ოპერაციის აქტიური ფაზა ამ დროისთვის შეწყვეტილია და რუსი სამართალდამცავები დილისთვის აპირებენ ოპერაციის განახლებას.

 

banner
წინა სტატიაშიცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულება დარღვეულია
შემდეგი სტატიაივანიშვილი: ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს, რომ ინვესტიცია არ შემოვიდეს ქვეყანაში