დაღესტანში ბოევიკების წინააღმდეგ ოპერაცია ისევ გრძელდება

 დაღესტანის ქალაქ ბუინაკსკაში ბოევიკების წინააღმდეგ სპეცოპერაცია, რომელიც გუშინ დაღამებისასა შეწყდა,  ისევ აღდგა.

სამართალადამცავებმა განაცხადეს, რომ ძალოვანები ოპერაციის გადამწყვეტ ფაზაში არიან და ის დღესვე დასრულდება.

კვირას ბუინაკსკის რიონში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმში ძალოვანებმა დაბლოკეს სახლი, სადაც ბოევიკები იყვნენ გამაგრებულები.

მოლაპარაკებების შედეგად ბოევიკებმა გამოუშვეს ბავშვი, რომელიც სახლში იმყოფებოდა. ამის შემდეგ ორივე მხარემ ცეცხლი გახსნა.

დაღესტანის ნაციონალურ ანტიტერორისტულ კომიტეტში განაცხადეს, რომ ოპერაცია დღეს დილიდან ისევ გრძელდება.

მათი თქმით, სახლში საერთაშორისო ტერორიტული ორგანიზაციის დაჯგუფების წევრები იმყოფებიან.

banner
წინა სტატიაშიკლარკსონი: იმ დღეს განვიცდიდი იმას, რომ კიბოთი ვარ დაავადებული
შემდეგი სტატიადათა ახლაია ბუდაპეშტში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაღალი თანამდებობის პირებს შეხვდა