დაუბერგავი მინიმუმის თანხების დაუფლების ფაქტზე რამდენიმე მოქალაქე დააკავეს

უკრაინაში ქართველი მიგრანტები დააკავეს

სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილ, განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხის დაუფლების ფაქტზე დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შემოსავლების სამსახურთან ერთად გამოავლინა დანაშაულებრივი სქემა, რომლის ფარგლებში დაკავებულები არიან, მოქალაქეები: ნანა მენთეშაშვილი, ზურაბ ვაჩეიშვილი, გრიგოლ ძაგანია და ლევან შურღაია, ხოლო სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს სალომე დევაძე, ნიკოლოზ ვეკუა, ელეონორა გიორგაძე, ნანი კობახიძე და ვასილ გაბუნია.
როგორც “თაიმერს” საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, გამოძიებით დადგენილია, რომ ფაქტობრივად არაფუნქციონირებადი საწარმო – შპს “პრო მაშინი”-ს ბუღალტერი ნანა მენთეშაშვილი, მისი ყოფილი მეუღლე გრიგოლ ძაგანია და მათი მეგობარი ზურაბ ვაჩეიშვილი ე.წ. “დაუბეგრავი მინიმუმის” პროგრამის ამოქმედების შემდეგ განზრახ, ყალბი მონაცემების შეტანით აკორექტირებდნენ საწარმოს გასული წლის დეკლარაციებს, რითაც ფიქტიურად დასაქმებულად აჩვენებდნენ საქართველოს ათასობით მოქალაქეს.
“ამის შემდეგ, ამ მოქალაქეების სახელით, შემოსავლების სამსახურის ვებ.გვერდიდან აგზავნიდნენ დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის შესახებ დეკლარაციებს და ამ გზით ბიუჯეტიდან უკანონოდ იღებდნენ ე.წ. “დაუბერგავი მინიმუმის” სახელმწიფოს კუთვნილ თანხას. საერთო ჯამში, ბიუჯეტისათვის მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 419 095 ლარი”, – აცხადებენ საგამოიებო სამსახურში.
მათი ცნობით, გამოძიება გრძელდება დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენის მიზნით.

banner
წინა სტატიაშივაშინგტონში სახელმწიფო დაწესებულებები ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
შემდეგი სტატიამინდია ჯანელიძეს დღეს თავდაცვის კომიტეტსა და ნდობის ჯგუფში მოუსმენენ