დასავლეთი და რუსეთი ცივი ომისკენ მიდიან

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ რუსეთის სამხედრო რიტორიკა საშიშია და ის დესტაბილიზაციურ ხასიათს ატარებს.

«ეს არის ის, რასთანაც გვაქვს საქმე, ამიტომ ჩვენი ძალების მზადყოფნას ვახდენთ» – თქვა სტოლტენბერგმა.

ადრე რუსეთის პერზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის ატომური ძალები 40 ახალი ბალისტიკური რაკეტით შეივსება.
«ისე ვარეგულირებთ, რომ ნატო მომავალშიც ის ალიანსი დარჩეს, რომელიც თავის მოკავშირეებს საშიშროებისგან დაიცავს» – განაცხადა სტოლტენბერგმა.
სამხედრო-ტექნიკურ ფორუმ «არმია-2015»-ზე გამოსვლისას პუტინმა განაცხადა, რომ ახალ რაკეტებს შეუძლიათ ყველაზე თანამედროვე რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემას გაუძლონ.
მისი განცხადება აშშ-სთვის საკუთარი ძალების ნატოს წევრ ქვეყნებში გაძლიერების შეთავაზების შემდეგ გავრცელდა.
ალიანსის ქვეყნები და დასავლეთის ლიდერები რუსეთს ჯარისკაცების და შეიარაღების აღმოსავლეთ უკრაინის თვითაღიარებული რესპუბლიკების გაგზავნაში ადანაშაულებენ.
«თუკი ვინმე ჩვენს ტერიტორიებს საფრთხეს უქმნის, ჩვენ შესაბამისად შეიარაღებულ ძალებს, დამრტყმელ, თანამედროვე საშუალებებს მივმართავთ იმ ქვეყნებისკენ, საიდანაც საფრთხე მოდის… ჩვენ, ცხადია, ანალიზს გავუკეთებთ ყველაფერს და ყურადღებით ვაკვირდებით მოვლენებს. მაგრამ ჯერჯერობით, მე ვერ ვხედავ ისეთ განსაკუთრებულ საშიშროებას, რომ ჩვენს უსაფრთხოებას რაიმე ემუქრებოდეს» – განაცხადა პუტინმა ფინეთის პრეზიდენტთან საული ნიინისტიესთან საუბარში.
პუტინმა ასევე თქვა, რომ რეალური საშიშროება რუსეთისთვის ევროპული რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვაა.
რუსი ექსპერტები თანხმდებიან იმაზე, რომ პუტინის განცხადება განსაკუთრებული მოულოდნელობა არ ყოფილა. მათი თქმით, საუბარია ატომური სარაკეტო არსენალის გეგმიურ შეცვლაზე. თუმცა, ამავე დროს აღნიშნავეს იმას, რომ მცდარია მოსაზრება, რომ რუსეთის სამხედრო ტექნიკა მოძველებულია და ის შეცვლას საჭიროებს.
«ისეთი განწყობაა, თითქოს ჩვენი ნატოელი კოლეგები შეიარაღების რბოლაში გვიწვევენ» – განაცხადა რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანატოლი ანტონოვმა.
ექსპერტ ალექსანდრ ჰოლცის აზრით, პუტინის განცხადებას ისეთი ელფერი აქვს, თითქოს შთაბეჭდილების მოხდენა უნდა აუდიტორიაზე.
«მეტნაკლებად ჩანს, რომ რუსეთი და დასავლეთი ცივი ომისკენ მიდიან» – განაცხადა ექსპერტმა.

banner
წინა სტატიაშიფალიაშვილზე ვეფხვის არსებობა არ დადასტურდა
შემდეგი სტატიამილიარდელი ტრამპი აშშ-ს პრეზიდენტის პოსტისთვის იბრძოლებს