დასადგენია, მართლა დაურეკა თუ არა ქალბატონ ეკას ე.წ. კანონიერმა ქურდმა-კახი კალაძე

ეკა კვესიტაძემ "რუსთავი2"-ის ეთერში სატელეფონო ჩართვისას აღნიშნა, რომ მას გამოეხმაურა შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და დაჰპირდა, რომ სამინისტრო ამ საკითხით აუცილებლად დაინტერესდება.“დასადგენია, მართლა დაურეკა თუ არა ქალბატონ ეკას ე.წ. კანონიერმა ქურდმა,”- ასე გამოეხმაურა თოქშოუ “არჩევანში” ვიცეპრემიერი კახა კალაძე ჟურნალისტ ეკა კვესიტაძის განცხადებას, სადაც ის ე.წ. კანონიერი ქურდის მხრიდან მისი მისამართით განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობდა.

“მე ვფიქრობ, რომ უნდა დადგინდეს, ნამდვილად ვინ დაურეკა ქალბატონ ეკას. ამისათვის კი საჭიროა, რომ დაიწყოს გამოძიება. შესაბამის ორგანოებს მიმართონ. ძალიან კარგი, თუ საქმის კურსში არის შინაგან საქმეთა სამინისტრო. მე ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ნებისმიერ ერთ ადამიანს შეუძლია, დაურეკოს მეორეს ვინმეს სახელით,”- აცხადებს კახა კალაძე.

banner
წინა სტატიაშიჟურნალისტ ეკა კვესიტაძეს ე.წ. “კანონიერი ქურდი” ემუქრება
შემდეგი სტატიაკახა კალაძე ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს არ გამორიცხავს