ვიდეო–დაპირისპირება სერგენკოსა და ირმა ინაშვილს შორის– წინასაარჩევნო კამპანია საგარეჯოში

საგარეჯოში წინა საარჩევნო კამპანია მიმდინარეოსბს და არჩევნებში მონაწილე კანდიდატები ამომრჩევლებს ხვდებიან.

ამომრჩევლებს დღეს “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატ თამარ ხიდაშელთან ერთად მოსახლეობას ჯანდაცვის მინისტრი ხვდებოდა რა დროსაც ირმა ინაშვილსა და სერგენკოს შორის დაპირისპირება მოხდა.

“ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატ თამარ ხიდაშელის სამედიცინო საზოგადოებასთან შეხვედრის დროს ინციდენტი მოხდა.
შეხვედრაზე ამავე რაიონის მაჟორიტარობის კიდევ ერთი კანდიდატი, “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი მივიდა და დავით სერგინენკოს მიმართა.
“დავით სერგეენკო საქართველოს ჯანდაცვის მინისტრია, ჩემი ჯანდაცვის მინისტრია, ჩემი შვილების ჯანდაცვის მინისტრია და ჩემი ამომრჩევლის ჯანდაცვის მინისტრია… იმისთვის არ გვიბრძოლია 2012 წლის ოქტომბერში, რომ ის ხდებოდეს, რაც ხდება დღეს”, – განაცხადა შეხვედრაზე მისულმა ირმა ინაშვილმა.
რაც შეეხება ზოგადად შეხვედრას, დავით სერგეენკომ ადგილობრივ სამედიცინო საზოგადოებას “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თამარ ხიდაშელი წარუდგინა. ასევე ექიმებისგან რაიონში სამედიცინო კუთხით არსებული პრობლემები მოისმინა, თავად კი მათ მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო.
“მე დღეს შეხვედრა მქონდა სამედიცინო საზოგადოებასთან. გავცვალეთ მოსაზრებები – მათგან მოვისმინე ადგილობრივი პრობლემები, ასევე ვისაუბრეთ მიმდინარე პროექტებზე. ეს იყო ჩვენი შეხვედრის ძირითადი ფორმატი”, – განუცხადა ჟურნალისტებს დავით სერგეენკომ.
ინფორმაციას საგარეჯოში, სამედიცინო საზოგადოებასთან გამართული შეხვედრისა და მომხდარი ინციდენტის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს

banner
წინა სტატიაშიქობულეთში სოფელ მუხაესტატეს გამგებელი დააკავეს
შემდეგი სტატიაპუტინი ასადის და სირიის დამოუკიდებელი არმიის შესაძლო გაერთიანებას მიესალმება