გიგლა აგულაშვილის პირველი ვიზიტი პარლამენტში მინისტრის რანგში ხმაურის ფონზე მიმდინაროებს. დაპირისპირება დეპუტატებსა და გარემოს დაცვის მინისტრს შორის კომიტეტზე გენმოდიფიცირებული პროდუქციის რეგულაციებს მოყვა.
გენმოდიფიცირებული სოიოს შემოტანის ბრძანება აგულაშვილის წინამორბედმა ელგუჯა ხოკრიშვილმა გამოსცა.
დადგენილება ითვალისწინებდა საქართველოში გენმოდიფიცირებული პროდუქტების შემოტანას.
დეპუტატები და მეცნიერები, რომელებიც სხდომაზე იმყოფებიან ამბობენ, რომ აღნიშნული საკითხი არის უკანონო.