დაპატიმრებული ციხის დირექტორის ადვოკატმა სასამართლოს მტკიცებულებები წარუდგინა

საქალაქო სასამართლო მე-17-ე სასჯელაღსრულების დაწესებულების ყოფილი უფროსისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობს.

დაცვის მხარემ სასამართლოს უკვე წარუდგინა ის მტკიცებულებები, რაც, ადვოკატის განმარტებით, გიორგი ელიზბარაშვილის უდანაშაულობაზე მეტყველებს. ადვოკატ თამარ აბესაძეს იმედი აქვს, რომ სასამართლო პატიმრობის შესახებ გადაწყვეტილებას არ მიიღებს.

“ბრალდებული არ ცნობს წარდგენილ ბრალდებას, ვინაიდან არ ჩაუდენია ეს დანაშაული. პროკურატურა შემოვიდა სასამართლოში აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის მოთხოვნით, მიუხედავად იმისა, რომ დანაშაული არის ნაკლებად მძიმე კატეგორიის. ვიტოვებ იმედს, რომ დღევანდელ დღეს, როდესაც სასამართლო არის ძალიან დამოუკიდებელი, სასამართლო მოგვისმენს და მიიღებს  იმ კანონიერ გადაწყვეტილებას გიორგი ელიზბარაშვილთან დაკავშირებით,” – განაცხადა თამარ აბესაძემ.

ელიზბარაშვილის ბრალდების პარალელურად, სასამართლო იმ მსჯავრდებულების ქმედებებსაც აფასებს, რომლებიც ციხეში მომხდარ ფაქტში ფიგურირებენ.

რამდენიმე დღის წინ სასჯელაღსრულების სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია მე-17-ე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 1 იანვარს მსჯავრდებულთა ჯგუფის მიერ პატიმრის წამების შესახებ. გამოძიება გიორგი ელიზბარაშვილს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყუენებას ედავება. მსჯავრდებულებს კი, შესაძლოა, ბრალი დაუმძიმდეთ.

banner
წინა სტატიაშიდავით დარჩიაშვილი: “ქართული ოცნების” წევრებს ერთმანეთთან ფული და ძალაუფლება აკავშირებთ
შემდეგი სტატიათამარ ბერუჩაშვილი: იმედია, რუსეთი შეასრულებს ყველა იმ ვალდებულებას, რომელიც ამ შეთანხმებაშია აღნიშნული