დამსხვრეული ნინო და ორი მთვარე

ვანო პავლიაშვილი: წვიმით დაწერილი ისტორია...

"ალი და ნინოს" სკულპტურა ერთი კვირის ფარგლებში აღდგებადამსხვრეული ნინო და ორი მთვარე
იმ დღეს სიყვარული მოკვდა… იმ დღეს ალი ნინოს გამოეთხოვა… იდგა ალი და დაჰყურებდა საყვარელი ქალის დამსხვრეულ სხეულს…
და გნიასობდა სოციალური ქსელი:
ზოგი ამბობდა, დიდი ამბავი, თუ სკულპტურა დაზიანდა, კომპეტენტურმა პირებმა თქვეს, ერთ კვირაში აღვაგდენთო.
ზოგიც ნინოს გარდაცვალებას გულწრფელად განიცდიდა…
ლითონის კონსტრუქციის აღდგენა, რასკავირველია, შეიძლება, მაგრამ…
მავანთათვის ალი და ნინო სიყვარულის სიმბოლო იყო…
ისე, სიყვარულს სიმბოლოები რათ უნდა?
…იმ ღამეს, როცა ალი ნინოს გამოეთხოვა, ცაზე ორი მთვარე გამოჩნდა…
ალიმ სურვილი ჩაუთქვა…

ამაღამ ორმთვარეობაა.
ამბობენ, თუ ორ მთვარეს ოცნებას გაანდობ, აუცილებლად აგიხდბაო…
…..
იმ ღამეს ალიმ ნინოსთან შეხვედრა ინატრა…
იმ ღამეს ორმა მთვარემ ალის ოცნება აუხდინა…
და ალი და ნინო ისევ ერთად არიან…
ადამიანებო, გვიყვარდეს ერთმანეთი!.

ვანო პავლიაშვილი

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილმა საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ნატო-ს გენერალურ მდივნს იენს სტოლტენბერგს უმასპინძლა
შემდეგი სტატიარუსეთს დაღუპულ ჯარიკაცთა რაოდენობის დოკუმენტი მედიაში გაეპარათ