დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით დედაქალაქში ავტომანქანების მოძრაობა შეიზღუდება

გენერალური ინსპექციის მიერ, შსს-ს ბაზაში დაცული ინფორმაციის გაცემის ფაქტზე, სამინისტროს რიგებიდან 9 თანამშრომელია დათხოვნილი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საზეიმო ღონისძიებების მზადებისა და ჩატარების დღეებში, დედაქალაქში ავტომანქანების მოძრაობა შეიზღუდება.
როგორც შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, 22 მაისს, 09:00 საათიდან 26 მაისის საღამომდე ღონისძიებების დასრულებამდე, ვარდების მოედანზე ავტომანქანების მოძრაობა აიკრძალება.
24 მაისს, 21:00 საათიდან რუსთაველის გამზირზე მოქალაქეებისთვის ავტომანქანებით გადაადგილება აიკრძალება. მოძრაობა შეიზღუდება რუსთაველის გამზირის მკვეთ ქუჩებზე: ალ. ჭავჭავაძის, მიტროფანე ლაღიძის, ბესიკის, ლესია უკრაინკას, ჭიჭინაძის, 9 აპრილის, ფურცელაძის, უსახელოს, ჯორჯაძის, ჭანტურიას, ლაღიძის და მესხიას ქუჩებზე.
26 მაისს, 05:00 საათიდან თავისუფლების მოედანზე მოძრაობა აიკრძალება, ხოლო შეიზღუდება ლესელიძის, დადიანის და ლეონიძის ქუჩებზე.
ავტომანქანები იმოძრავებენ შემოვლითი გზით – თაბუკაშვილის ქუჩაზე.
ჩამოთვლილ ქუჩებსა და მოედნებზე მოძრაობა 27 მაისს, საზეიმო ღონისძიებების დასრულების შემდეგ აღდგება.

banner
წინა სტატიაშირუისში მოსახლეობა გზის გაკეთებას ითხოვს
შემდეგი სტატიაგერმანია საქართველოს ვიზის ლიბერალიზაციის პროცესში პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებს