„დამამცირებელი სიღარიბე, რომელიც ბავშვის თვითდაჯერებულობას ანგრევს“ – ბრიტანელი პედაგოგების მსჯელობის საგანი

ლონდონი1ბრიტანელი მასწავლებლები ჩივიან იმაზე, რომ რამდენიმე მოსწავლე ისეთ პირობებში ცხოვრობს, როგორც ვიქტორიანულ პერიოდში. მათი თქმით, მოსწავლეებს არა აქვთ საჭმელი, ტანსაცმელი კი, რომლითაც ისინი სკოლაში დადიან, არასაკმარისად თბილია.
NASUWT-ს სკოლის დირექტორის და მასწავლებლების პროფკავშირში განაცხადეს, რომ გახშირდა შემთხვევები, როცა მოსწავლეები ეკონომიკურად ცუდ პირობებში ცხოვრობენ. ზოგიერთი მათგანის თქმით, მათ სპეციალურად დააქვთ საჭმელი სახლიდან, რომ მოსწავლეებს აჭამონ.
კონსერვატიული პარტიიის მონაცემებით, მათი და ლიბერალ-დემოკრატების კოალიციის მმართველობის შემდეგ სიღარიბეში მცხოვრები ბავშვების რიცხვი 300 ათასით გაიზარდა.
ლიბერალ-დემოკრატები ამბობენ, რომ მათ უზრუნველყვეს ნაკლებადუზრუნველყოფილი ბავშვების სკოლაში კვება.
განათლების მინისტრმა, ლეიბორისტმა ტრისტრამ ჰანტმა ილაპარაკა „დამამცირებელ სიღარიბეზე, „რომელიც ბავშვის თვითდაჯერებულობას ანგრევს“. მისი სიტყვებით, სიღარიბე ბავშვის სკოლაში წარმატების ერთ-ერთი შემაფერხებელი გარემოა.
პროფკავშირმა 2500 პედაგოგი გამოკითხა. მათი თქმით, ბავშვების ორი მესამედი სკოლაში მშიერი დადის. თითქმის ყოველმა მეოთხე პედაგოგმა თქვა, რომ მშიერი მოსწავლეებისთვის საჭმელი თვითონ დააქვთ. თითქმის სამმა მეოთხედმა მასწავლებელმა აღნიშნა, რომ ბევრჯერ უნახავთ მოსწავლეები ამინდისთვის შეუფერებელ ტანსაცმელში, ასევე წინდების და მოსაცმელის გარეშე.
ისინი ამტკიცებენ, რომ ცუდი კვება მოსწავლეს საშუალებას არ აძლევს სწავლაზე კონცენტრირდეს.
ასევე, აღმოჩნდა, რომ ბევრი ბავშვი სკოლაში ავადმყოფი დადის, რადგანაც მათ მშობლებს იმის საშუალება არა აქვთ, რომ რამდენიმე დღით დაეთხოვონ სამსახურიდან და ავადმყოფ შვილს მოუარონ.

banner
წინა სტატიაში“ეს არის უმძიმესი დანაშაული,”- თავისუფალი დემორკატები პოლიციელებზე თავდასხმას აფასებენ
შემდეგი სტატიაუკრაინის პრეზიდენტმა არაკანონიერი ფორმირებების განიარაღება ბრძანა