„დაკონკრეტდეს ის კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც ამ საქმეებს შეარჩევენ”

ეკა გიგაური: მნიშვნელოვანია, რომ სამინისტროებმა გაითვალისწინონ საქართველოს პრეზიდენტის განცხადებები

არასამთავრობო ორგანიზაციები პროკურატურაში ახალი დეპარტამენტის შექმნას მიესალმებიან, თუმცა, მათი განცხადებით, საქმეებისა და გამომძიებლების შერჩევის კრიტერიუმები მკაცრად უნდა განისაზღვროს.

„დაკონკრეტდეს ის კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც შეარჩევენ ამ საქმეებს,” – განაცხადა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა.

„საია“-ს თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ როდესაც არსებობს უფლებადარღვევის ფაქტი და მსხვერპლი, სახელმწიფო ვალდებულია, მოხდეს მსგავსი ფაქტების შესწავლა და მათზე შესაბამისი რეაგირება.

სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მიზანი 2012 წლის 1 ოქტომბრიდან უწყებაში შესული საჩივრებს შესწავლაა.

პროკურატურის განცხადების თანახმად, პრიორიტეტი იმ განცხადებებს მიენიჭება, რომლებიც ინფორმაციას ქონების უკანონოდ ჩამორთმევისა და ძალადობის შესახებ შეიცავს და რომელშიც საუბარია საჯარო მოხელის მონაწილეობაზე.

საქმეებს 4 პროკურორი და 10 გამომძიებელი შეისწავლის.

banner
წინა სტატიაში“იმ ქონების გადაცემაზეა საუბარი, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებაშია”-ზვიად ძიძიგური პროკურატურის ახალ დეპარტამენტზე
შემდეგი სტატიაარასამთავრობოების ნაწილი “ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან 21 მარტს დაგეგმილ აქციას აპროტესტებს