დაკავებული 11 პირი-აღმკვეთი ღონისძიების რა ფორმას მოითხოვს პროკურატურა?

პროკურატურამ ე.წ. კორეტებთან ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილის და ალექსანდრე ხუბულოვის საქმე გახსნილად გამოაცხადა

ამ დრომდე უცნობია საგამოძიებო ორგანოს პოზიცია, თუ რა სახის აღმკვეთ ღონისძიებას მოითხოვს კორტების სპეცოპერაციის საქმეზე დაკავებული 11 პირისთვის. დაკავებულებისთვის ბრალი ოფიციალურად ამ დრომდე არ წარუდგენიათ, ისინი საამართლოს განჩინების საფუძველზე არიან დაკავებულები.

დაცვის მხარე საგამოძიებო ორგანოსგან დაკავებულთა მიმართ ბრალის წაყენებას დღის პირველ ნახევარში ითხოვს, მათი ინფორმაციით დღის ბოლოს პროკურატურა სასამართლოს აღმკვეთი ღონისძიების შესახებ მიმართავს.

დაკავებული 3 სპეცრაზმელის, ჩაკვეტაია, ჯაფარიძე და ალელიშვილის ადვოკატმა პროკურატურისგან ოფიციალურად მოითხოვა საქმეში არსებული მტკიცებულებების გადაცემა. დარეჯან გულიაშვილის განცხადებით საგამოძიებო ორგანო ვალდებულია მას მიაწოდოს ინფორმაცია რის წარდგენასაც პროკურატურა სასამართლოში გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ კორტების სპეცოპერაცის საქმე საქართველოს პროკურატურამ ახალი გარემოებებით და დასკვნით ხელახლა გუშინ გახსნა.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდის სახელმწიფო დრამატული თეატრის მმართველმა თანამდებობა დატოვა
შემდეგი სტატიაგიორგი ბარამიძე: პოლიციის მაღალჩინოსნები დაკავებული არიან ივანიშვილის კაპრიზების შესრულებით