დაკავება ნარკოდანაშაულისთვის

სამართალდამცავებმა წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი პირი ახალი ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს.

დაკავების შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

შსს-ს ინფორმაციით, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით აყვანილია 1981 წელს დაბადებული, წარსულში ნარკოდანაშაულისათვის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარებისთვის ნასამართლევი ზაქარია გ.

სამართალდამცველებმა ზაქარია გ-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას 10 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 0,3309 გრ ჰეროინს შეიცავს.

“ჩატარებული ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებისას ზაქარია გ. ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა,” – ნათქვამია შსს-ს  განცხადებაში.

გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე “სისხლის სამართლის კოდექსის” 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 7-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშილარის კურსი ისევ ეცემა
შემდეგი სტატიასუხიაშვილს დღეს დაკრძალავენ