დათა ახლაია ბუდაპეშტში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაღალი თანამდებობის პირებს შეხვდა

ზუგდიდის გამგეობისა და მერიის თანამშრომლები ბუდაპეშტში კუდის ყოფილ მაღალჩინოსანს დათა ახალაიას შეხვდნენ.

როგორც ,,თაიმერს” სანდო წყარომ განუცხადა შეხვედრა ქალაქის ერთ-ერთ კაფეში შედგა.
დათა ახალაიას ზუგდიდის გამგეობის ეკონომიკური სამსახურის უფროსი თენგიზ ქობალია და მისი მეუღლე, ზუგდიდის მერიის ადმინისტრაციის უფროსი იდა ქვარაია შეხვდნენ. ცნობისთვის, ქვარაია დათა ახალაიას თანაკლასელია.
როგორც ,,თაიმერისთვის” გახდა ცნობილი ქობალია და ქვარაია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სხვა წევრებთან ბუდაპეშტში ტრენინგზე იმყოფებოდნენ. თუმცა რა მიზნით და რა დეტალებზე სასაუბროდ შეხვდნენ ისინი დათა ახალაიას უცნობია. წყაროს ინფორმაციით თენგიზ ქობალიას ასევე აქვს გადაღებული ფოტო, სადაც ბუდაპეშტის ქუჩებში მოსეირნე დათა ახალაია აღბეჭდილი.
შეხვედრის დეტალებთან დაკავშირებით ,,თაიმერი” ქობალიასთან და მის მეუღლესთან დაკავშირებას ცდილობს.

banner
წინა სტატიაშიდაღესტანში ბოევიკების წინააღმდეგ ოპერაცია ისევ გრძელდება
შემდეგი სტატიაGlobal Witness: ეკოლოგების მკვლელობა გახშირდა