“დავიწყეთ გარკვეულ საქმეებში ჩახედვა,” – თამარ სანიკიძე “ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრზე”

განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორთან დაპირისპირებას ამ უწყებაში აუდიტის სამსახურის შესვლას უკავშირებს. ასე გამოეხმაურა მინისტრი ბუბა კუდავას უფლებამოსილების შეწყვეტის ირგვლივ დაწყებულ ხმაურს.

მინისტრის თქმით, დირექტორს უფლებამოსილების ვადა ამოეწურა და მხოლოდ ეს არის მისი შეცვლის მიზეზი.

“2012 წლამდე, როდესაც ცენტრი მუშაობდა 275 ათას ლარიანი ბიუჯეტით და არ ჰქონდა ელემენტარული საშუალება, რომ რაიმე გაეკეთებინა. ეს გავაკეთეთ და ამის ფონზე ასეთი რეაგირება გაუგებარია. შეიცვალა ერთადერთი, დავიწყეთ გარკვეულ საქმეებში ჩახედვა – ეს არის აუდიტის შესვლა.” – განაცხადა თამარ სანიკიძემ.

banner
წინა სტატიაშიაშშ-საქართველოს სტრატეგიული ქარტიის ფარგლებში რიგით მე-8 შეხვედრა აშშ-ში დღეს გაიმართება
შემდეგი სტატიაჯონდი ბაღათურია პრეზიდენტს მოუწოდებს არ გადაუგზავნოს პარლამენტს მთავრობის არსებული შემადგენლობა