დავით უსუფაშვილმა გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტს მცხეთაში არსებული ღირსშესანიშნაობები დაათვალიერებინა

პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტად მყოფ გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტს ნორბერტ ლამერტს მცხეთაში არსებული ღირსშესანიშნაობები დაათვალიერებინა.
აღნიშნული ინფორმაცია პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
კულტურული პროგრამის ფარგლებში ნორბერტ ლამერტმა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი და ჯვრის მონასტერი მოინახულა.
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის პრეზიდენტის, ნორბერტ ლამერტის ვიზიტი საქართველოში 15 თებერვალს დასრულდება.

banner
წინა სტატიაშიწალენჯიხაში საჯარო მოსამსახურეთა საკონკურსო–საატესტაციო კომისიის სხდომაზე ინციდენტი მოხდა
შემდეგი სტატია„კანდიდატის საბოლოო შერჩევა ისეთივე ღია და გამჭვირვალე იქნება, როგორც ეს დღემდე იყო“