დავით უსუფაშვილი – ჩვენი ამოცანაა საქართველოს მოქმედი კონსტიტუციის სრულყოფა

გივი თარგამაძის დაკითხვას, პარლამენგის თავმჯდომარეო გამოეხმაურა.

“ჩვენი ამოცანაა საქართველოს მოქმედი კონსტიტუციის სრულყოფა და არა ახალი კონსტიტუციის მიღება და ყველაფრის თავიდან დაწყება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილმა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე განაცხადა, რომელიც პარლამენტში მიმდინარეობს.
საკანონმდებლო ორგანოს სპიკერის განმარტებით, კონსტიტუციის სრულყოფა უწყვეტი პროცესია, რომელიც ყველა სახელმწიფოსთვის არის დამახასიათებელი.
“ხაზს ვუსვამ, ჩვენი ამოცანაა მოქმედი კონსტიტუციის სრულყოფა და არა ახალი კონსტიტუციის მიღება და ყველაფრის თავიდან დაწყება. მოგეხსენებათ, რომ კონსტიტუციის სრულყოფის პროცესი ეს პრაქტიკულად უწყვეტი პროცესია ყველა სახელმწიფოსთვის. ვერ ნახავთ ქვეყანას, სადაც მოქმედი კონსტიტუცია არ არის განახლებული და შეცვლილი, განსაკუთრებით ეს ეხება ახალ დემოკრატიებს. თუ გადახედავთ ახალი სახელმწიფოების ისტორიას, ნახავთ, რომ ისინი მუდმივად ცდილობენ დახვეწონ თავიანთი კონსტიტუციური ფუნდამენტი. საქართველოც არ არის გამონაკლისი”, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
თუმცა, დავით უსუფაშვილის თქმით, არსებობს მეორე უკიდურესობა, რომ ამ პროცესმა არ გააჩინოს კონსტიტუციური არასტაბულურობის და იმის განცდა, რომ კონსტიტუციური ნორმები შეიძლება ისევე მარტივად შეიცვალოს, როგორც ეს სხვა საკანონმდებლო აქტთან მიმართებაშია შესაძლებელი.
“თუ ეს ასე მოხდა, მაშინ ქვეყანა კარგავს იმ სამართლებრივ პოლიტიკურ ფუნდამენტს, რაზეც დანარჩენი ინსტიტუტები უნდა აშენდეს და ცხადია, ინსტიტუტების მშენებლობის პროცესიც ასეთ შემთხვევაში არის ნაკლული”, – აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
რაც შეეხება უშუალოდ საკონსტიტუციო კომისიის დღევანდელ სხდომას, მასზე კომისია ხუთი სამუშაო ჯგუფის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშს მოისმენს.

banner
წინა სტატიაშიჩინელების საოცრება… 3D პრინტერზე დაბეჭდილი ავტომობილი (ვიდეო)
შემდეგი სტატიაპრეზიდენტის ადმინისტრაცია კამპანიას “დედამიწის საათი” უერთდება