დავით უსუფაშვილი: საჯარო მოხელეებით ქვეყანა ისევე უნდა ამაყობდეს და იმედი ჰქონდეს, როგორც ჯარისკაცებით

პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის მოსასმენად პარლამენტის კარი ღიაა ყველასთვის

საჯარო მოხელეებით ქვეყანა ისევე უნდა ამაყობდეს და იმედი ჰქონდეს, როგორც ჯარისკაცებით, რომელიც ბრძოლის ველზე იბრძვიან , – ამის შესახებ დავით უსუფაშვილმა პარლამენტში, საკანონმდებლო პროცესებთან დაკავშირებით მიმდინარე შეხვედრაზე განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, თუკი ყოველი არჩევნების შემდეგ, საჯარო სფეროში დასაქმებული ადამიანები წარსულის მავნე გადმონაშთებად ჩაითვლებიან, რომლებმაც რაც შეიძლება მალე უნდა დატოვონ თავიანთი ადგილები, არასდროს პროცესი გონივრულ ეტაპამდე არ მივა.
უსუფაშვილის ცნობით, ვიზა-ლიბერალიზაციის გეგმის ფარგლებში შემუშავებულია “საჯარო სამსახურის შესახებ” ახალი კანონი, რომელიც პარლამენტში მალე შევა.
“იქნებ ამ სფეროში გარღვევები მოხერხდეს, რათა საჯარო სფეროში კი არ ვკარგავდეთ კვალიფიციურ ადამიანებს, არამედ ვამრავლებდეთ მათ. რა პატივსაც ჯარისკაცებსა და ოფიცრებს მივაგებთ და რა მოწიწებითაც მათ მიმართ ვართ გამსჭვალული, ვერადროს ვერ მივაღწევთ იმას, რომ საჯარო მოხელეთა არმიაც ასე გვყავდეს წარმოდგენილი, მაგრამ ამ მიმართულებით უნდა გავიხედოთ – საჯარო მოხელეებით ქვეყანა ისევე უნდა ამაყობდეს და იმედი ჰქონდეს, როგორც ჯარისკაცებით, რომელიც ბრძოლის ველზე იბრძვის. ეს რთული ამოცანაა, რომელსაც ბევრი დიდი ქვეყანა ვერ გაუკმლავდა, მაგრამ სწორი ნაბიჯები უნდა გადაიდგას. სხვანაირად კვალიფიკაციის და ხარისხის პრობლემა ყოველთვის გვექნება”, – აცხადებს დავით უსუფაშვილი.
ODIHR-ის ინიციტივითა და ორგანიზებით პარლამენტში სპეციალური შეხვდა მიმდინარეობს, სადაც საკანონმდებლო პროცესის შეფასება ხდება. აღნიშნულ საკითხზე წარმოდგენილია ODIHR-ის მიერ მომზადებული ანგარიში.

banner
წინა სტატიაშივახტანგ კაპანაძე: საქართველოს ძალისხმევა არ დაუკლია, რომ მას ყველანაირად დავხმარებოდით
შემდეგი სტატიაბრიტანეთმა შესაძლოა აშშ-ს ბირთვული რაკეტები საკუთარ ტერიტორიაზე განალაგოს