დავით უსუფაშვილი საპარლამენტო უმრავლესობას ხვდება

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი  წუთებში მმართველი კოალიციის წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრა საპარლამენტო უმრავლესობასთან საკანონმდებლო ორგანოს თბილისის შენობაში იმართება.

არსებული ინფორმაციით, სხვა თემებთან ერთად შეხვედრაზე შესაძლოა განიხილონ საყდრისთან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხიც.

კომისიის შექმნის მოთხოვნა კი დღეს “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა გოკა გაბაშვილმა დააყენა.

დეპუტატი მოუწოდებს დავით უსუფაშვილს გამართოს შეხვედრა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და ჩამოყალიბდეს საბოლოო პოზიცია, შეიქმნება თუ არა საგამოძიებო კომისია პარლამენტში.

გოკა გაბაშვილის განცხადებას უმრავლესობის წევრი ზურაბ ტყემალაძე პასუხობს. მას მიაჩნია, რომ საყდრისის საკითხზე საგამოძიებო კომისიის შექმნა მიზანშეწონილი არ არის.

უმრავლესობისა და პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრაზე ასევე განიხილება რიგგარეშე სხდომის ჩატარების საკითხიც.

banner
წინა სტატიაშივიქტორ იანუკოვზე ინტერპოლმა ძებნა გამოაცხადა
შემდეგი სტატიაბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად თბილისში 2 ბავშვი მოიწამლა