დავით უსუფაშვილი: პატივი ვცეთ პრეზიდენტის გადაწყვეტილებას

პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის მოსასმენად პარლამენტის კარი ღიაა ყველასთვის

“პატივი ვცეთ პრეზიდენტის გადაწყვეტილებას,” – ასე გამოეხმაურა გიორგი მარგველაშვილის განცხადებას საქრთველოს პარლამენტის თავმჯდომარე. დავით უსუფაშვილი ფიქრობს, რომ საქართველოს პრეზიდენტს ჰქონდა კონსტიტუციური უფლება, არ გადაეგზავნა დასამტკიცებლად ირაკლი ღარიბაშვილის მიერ შერჩეული მინისტრობის კანდიდატები პარლამენტში.

“იყო იმის ალბათობა, რომ მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის მოგვესმინა, მაგრამ პრეზიდენტმა გამოიყენა თავისი ვალდებულება და 7 დღიანი პერიოდი გამოიყენა, რაც მას კონსტიტუციით აქვს მინიჭებული. ეს არ არის ექსტრაორდინალური მოვლენა, ის არჩეულია, იმიტომ მიიღო ეს გადაწყვეტილება. ეს მისი აზრი, შეხედულებაა და პატივი ვცეთ კონსტიტუციას. მეტი ფიქრი არასოდეს არ არის ცუდი და მავნე. ქვეყანას ჰყავს მოქმედი მთავრობა და აგრძელებს მუშაობას. ხვალ პარლამენტის სხდომის ჩატარების აუცილებლობაც არ არის”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა ბიუროს სხდომაზე.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მარგველაშვილმა მთავრობის მუშაობის პროცესი ფორსმაჟორულად შეაფასა და ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის მინისტრის ხშირად შეცვლის გამო გააკრიტიკა. პრეზიდენტმა ღარიბაშვილს და საქართველოს პარლამენტს ერთკვირიანი დრო მისცა რათა უფრო კარგად შეარჩიონ მინისტრთა კაბინეტის მომავალი წევრები.

banner
წინა სტატიაში,,ფუკუსიმაზე,, რადიოაქტიური წყლის გაჟონვა მოხდა
შემდეგი სტატიაპავლე კუბლაშვილი: ეს არის მხოლოდ ხალხის დაცინვა