დავით უსუფაშვილი პარლამენტში გიორგი მარგველაშვილის ვიზიტს აფასებს

პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი, საკანონმდებლო ორგანოში გიორგი მარგველაშვილის სიტყვით გამოსვლას  დადებითად აფასებს.

უსუფაშვილი ფიქრობს, რომ პრეზიდენტის მიერ გაკეთებული აქცენტების შესახებ მსჯელობა საკანონმდებლო ორგანოში გაგრძელდება.

“სასაუბრო ბევრი გვაქვს, ბევრს გვაქვს სათქმელი. იმ იმედით, რომ გვექნება საშუალება ყველა იმ საკითხზე, რაზეც საქართველოს პრეზიდენტმა მოგვახსენა, რომელზეც დღეს სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებმა გაამახვილეს ყურადღება, კიდევ ვისაუბრებთ სხვადასხვა კონტექსტში, სხვადასხვა საკითხების გადაწყვეტისას, კანონების მიღების დროს, დებატების დროს.

“ჩვენ დღეს ყველამ შევძელით გასული წლის უმთავრესი მიღწევების თუ პრობლემების წარმოჩენა. ეს იყო ხანგრძლივი პერსპექტივის ანალიზი. ასევე მომავალი წლის განმავლობაში გვექნება ამ და სხვა თემებზე საუბარი და ერთი წლის შემდეგ, როცა პრეზიდენტი ჩვენთან მობრძანდება, გვექნება უკეთესი მდგომარეობა. ეს არის ჩვენი იმედი და გულწრფელი სურვილი. დარწმუნებული ვარ, ყველას ეს გვინდა, უბრალოდ გვინდა სხვადასხვა გზებით და საშუალებებით,” – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპირველი პრეზიდენტის 76 წლის იუბილესთან დაკავშირებით სამეგრელოში სხვადასხვა სახის ღონისძიებები გაიმართა.
შემდეგი სტატიაგიგი წერეთელი: ფრაზები რაც პრეზიდენტმა გააჟღერა, დარჩება გასროლილ ფრაზად და ამას არავინ შეასრულებ