დავით უსუფაშვილი: ნუ დავიყვანთ საკითხს იქამდე, თუ ვინ დანიშნავს პროკურორს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ პროკურატურის დამოუკიდებლობისთვის და შინაგან საქმეთა სამინისტროს სრულყოფისათვის აუცილებელია სისტემის გადამწყვეტი რეფორმების გატარება. მისი თქმით, აქ მთავარი პრობლემა არ არის ის, თუ ვინ დანიშნავს პროკურორს, არამედ აქ არის მთელი რიგი გადაწყვეტილებები მისაღები პროკურატურის როლზე, ფუნქციებსა და უფლებებზე.

„იმისთვის, რომ პროცესი იყოს შეუქცევადი, პროკურატურა იყოს დამოუკიდებელი და ემსახურებოდეს მხოლოდ კანონს, შსს აღარ იყოს გასამხედროებული ორგანიზაცია, ის არ იყოს პოლიციის სამინისტრო და ის იყოს სამოქალაქო დაწესებულება, რომელიც ძალიან ბევრ შინაგან საქმეებს აგვარებს, ამისთვის საჭიროა გადამწყვეტი რეფორმების გატარება. ნუ დავიყვანთ ამ ყველაფერს იქამდე, თუ ვინ დანიშნავს პროკურორს. ბოლომდე გავიაზროთ – იქ არის პროკურატურის ფუნქცია გამოძიების ნაწილში, მნიშვნელოვანია კონტროლის ფუნქცია – მაგალითად, იუსტიციის სამინისტროს ექნება გენინსპექციაზე გავლენა თუ თავად პროკურორის იარაღი იქნება უწყების შიგნით და ა.შ.“ – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო დიპლომატიურ მისიებსა და პოლიტიკოსებს არასამთავრობო ორგანიზაციებმა ძალოვანი სტრუქტურების რეფორმირების საკუთარი კონცეფცია წარუდგინეს. ამ საკითხზე ისინი სასტუმრო „რედისონში“ მსჯელობენ.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის პატრიარქმა ქართველი სამხედროები დააჯილდოვა (ფოტოები)
შემდეგი სტატიაუზენაესი სასამართლოს მომავალი თავმჯდომარე თუ წულუკიანის კაპრიზებს უნდა დაექვემდებაროს, რღვევა გარდაუვალია”