დავით უსუფაშვილი: მიდგომები, რომელმაც “ქართულ ოცნებას” 2012 წლის არჩევნებში წარმატება მოუტანა, კორექტირებას საჭიროებს

მიდგომები, რომელმაც “ქართულ ოცნებას” 2012 წლის არჩევნებში წარმატება მოუტანა, კორექტირებას საჭიროებს, – აღნიშნული განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა საარჩევნო წლის მოახლოებასთან დაკავშირებით გააკეთა. უსუფაშვილი ამ მიმართულებით ცვლილებების აუცილებლობაზე საუბრობს.
“ქვეყანა უნდა აჰყვეს იმ აუცილებელ მოთხოვნებს, რასაც ცხოვრება გვიყენებს. ცვლილება სჭირდება ყველას და ყველაფერს, იმიტომ რომ ყველაფერი ვითარდება. ცხადია, მიდგომები, რომელმაც “ქართულ ოცნებას” 2012 წლის არჩევნებში წარმატება მოუტანა, კორექტირებას საჭიროებს. ჩვენ ახლა არ ვართ ოპოზიციაში, რომ ვებრძოლოთ ავტორიტარულ ხელისუფლებას და რეჟიმის შეცვლაზე ვსაუბრობდეთ. ჩვენი ამოცანაა, საქართველოს მოსახლეობას კარგად დავანახოთ ის, რაც გავაკეთეთ, ის, რაც დაგეგმილი გვაქვს. ამას სჭირდება ცვლილება მუშაობის ფორმებში, ტემპში. ჩვენ სამი წლის განმავლობაში დაკავებული ვიყავით და დარჩენილ ერთ წელიწადში გავაგრძელებთ ქვეყნის მართვას სწორი მიმართულებით, მაგრამ ამასობაში, ვინაიდან საარჩევნო წელი უკვე დაიწყო, საჭიროა მეტი ყურადღება, მეტი კონტაქტი მოსახლეობასთან, მათი მეტი ინფორმირება. ამას სჭირდება სათანადო გადაწყობა. ასე რომ, ეს ცვლილებები ჩვენთვის, შიგნით, არ არის სიახლე. უბრალოდ, მე ვთვლი, რომ უკვე საჭიროა ამის დაწყება”, – აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე.

banner
წინა სტატიაშინოდარ მელაძე: შერცხვეს იმას, ვინც ეთერში გაუშვა
შემდეგი სტატია“მე რომ მკითხოთ, მისი ადგილია ციხეშია”-ირაკლი ღარიბაშვილი მიხეილ სააკაშვილზე