დავით უსუფაშვილი: მე საქართველოში საგანგებო მდგომარეობას ვერ ვხედავ

პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის მოსასმენად პარლამენტის კარი ღიაა ყველასთვის

პარლამენტის თავმჯდომარე ყველა პოლიტიკოსს მოუწოდებს “აღშფოთებები თავიანთთვის დაიტოვონ და საჯაროდ არ გამოფინონ” – ეს განცხადება დავით უსუფაშვილმა გუშინ, საქართველოს პრეზინდეტთან შეხვედრის კომენტირებისას გააკეთა.

პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ის ხშირად ხვდება გიორგი მარგველაშვილს და ამ შეხვედრაშიც განსაკუთრებული არაფერი იყო.

“მე საქართველოში საგანგებო მდგომარეობას ვერ ვხედავ, კონსტიტუციური წესრიგის დარღვევის საფრთხეებს. ვისურვებდი, რომ ყველა პოლიტიკურმა მხარემ, საჯარო მოხელემ, ადამიანმა, ვინც მედიის მეშვეობით საზოგადოებასთან ვართ კომუნიკაციაში, ხელი შევუწყოთ ვითარების განმუხტვას, სამოქალაქო თანხმობას, დაძაბულობის მოხსნას და არა პირიქით, რაიმეს ესკალაციას. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც არ ვეთანხმებით ერთმანეთს, ეს როგორმე გადავიყვანოთ არგუმენტების კონკურენციის და არა პიროვნული მტრობის რეჟიმში,” – განმარტა დავით უსუფაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიენერგეტიკის სამინისტრო კახი კალაძისა და “გაზპრომის” ხელმძღვანელის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
შემდეგი სტატია“ეს არ იყო უმრავლესობის მიერ მომზადებული”- უსუფაშვილი კვაჭანტირაძის განცხადებას ეხმაურება