დავით უსუფაშვილი: მეამაყება, რომ ვარ იმ პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი, რომელმაც ბოლო ხანებში ეფექტური ნაბიჯები გადადგა

პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის მოსასმენად პარლამენტის კარი ღიაა ყველასთვის

„ღია მმართველობის პარტნიორობის“ კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა იუსტიციის მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ, რომლებმაც ისაუბრეს მთავრობის ღია მმართველობის აუცილებლობაზე.

როგორც პარლამეტის თავმჯდომარემ განაცხადა მნიშვნელოვანია საქართველო მოქალაქეებს ქონდეთ ინფომრაცია, თუ რა კანონებს იღებს საქართველოს პარლამეტნი და როგორ აისახება ეს კანონები მათ ცხოვრებაზე.

„მეამაყება, რომ ვარ იმ პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი, რომელმაც ბოლო ხანებში ეფექტური ნაბიჯები გადადგა ამ მიმართულებით და დღეს ჩვენ შედარებით ახალგაზრდა სახელმწიფო ვიმყოფებით მოწინავე სახელმწიფოების გვერდით ამ ინიციატივის ახალ საფეხურზე აყვანაში და მის შემდგომი გავრცელებაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით,“ – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.
„ჩვენი რეფორმების დამსახურებაა, რომლებმაც ანგარიშვალდებულ მთავრობად აქცია ჩვენი მთავრობა, რომ 102 მსოფლიოს ქვეყანას შორის საქართველო ღია მმართველობის ინდექსის კუთხით 29-ე ადგილს იკავებს,“ – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კონფერენციაზე საფრანგეთის სახელმწიფო მინისტრი სახელმწიფო რეფორმების საკითხებში ტიერი მანდონიმაც ისაუბრა და განაცხადა, რომ კონკრეტული ზომებია გასატარებელი.

banner
წინა სტატიაშიინფრასტრუქტურის სამინისტროს აუდიტის სამსახურს ახალი უფროს ჰყავს
შემდეგი სტატიათედო კობახიძე: მიმდინარეობს გეგმის შემუშავება, რომ მოხდეს ამ სასაფლაოების დასუფთავება და კეთილმოწყობა